სიახლეები

საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ხაშურის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები. საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ აკადემიის ძირითად საქმიანობას, საბაკალავრო პროგრამებსა და მიღების პირობებს. ახალგაზრდები იუნკერების დღის განრიგით, გაცვლითი პროგრამებით, დათხოვნისა და სტიპენდიის საკითხებითაც დაინტერესდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.