სიახლეები

თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლების ვიზიტი აკადემიაში

“უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამის“ ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში  გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ  თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლები.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ აკადემიის ისტორიას, სტრუქტურასა და ზოგად საქმიანობას, ასევე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სკოლებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.

აღნიშნულ პროგრამა ხორციელდება სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით.