სიახლეები

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები შინაგან საქმეთა სამინისტროში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მიხეილ ბუზალაძე, პაატა ტოშკუა, გიორგი მიქაძე და ვიცე-პოლკოვნიკი გრიგოლ საკანდელიძე კოლეჯის მსმენელებს სამინისტროს პოლიტიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მსმენელებმა ასევე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, სადაც ცენტრის უფროსის მოადგილემ ნინო მინდიაშვილმა მსმენელებს ცენტრის ძირითადი საქმიანობა და მიზნები გააცნო.