სიახლეები

სემინარი სასწავლო ბატალიონის იუნკერებისთვის

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერებისთვის ტარდება სემინარი, თემაზე „მეცადინეობის დაგეგმვა და სწავლების მეთოდები“.

სემინარის ფარგლებში, იუნკერები გაეცნობიან მეცადინეობების დაგეგმვას, სწორად და ეფექტურად ჩატარებასა და აქტიური სწავლების სხვადასხვა მეთოდს.

აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით იუნკერებისთვის მსგავსი სწავლებები პერიოდულად ჩატარდება.