სიახლეები

ტრენინგი „ფინანსური განათლება“

დღეს, აკადემიაში  სამდღიანი ტრენინგი თემაზე „ფინანსური განათლება“ დასრულდა.

აღნიშნული პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ „საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა.

ტრენინგის მიზანია თავდაცვის სისტემაში მომუშავე პირების მომზადება, რათა მათ უზრუნველყონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფინანსური განათლების კუთხით ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი პირებისთვის ფინანსების გონივრულად მართვასთან დაკავშირებით საჭირო უნარების სწავლება.