სიახლეები

სასწავლო ბატალიონის II კურსის საველე სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორკვირიანი საველე პრაქტიკული სწავლება გაიარეს.

საველე სწავლების ფარგლებში, იუნკერებს მეცადინეობები ჩაუტარდათ მოწინააღმდეგესთან შეხებაზე რეაგირებაში, ინდივიდუალურ გადაადგილებაში, სახმელეთო ნავიგაციაში, საინჟინრო და ტაქტიკურ მომზადებებში, დაშავებულთა ევაკუაციასა და არაპირდაპირ ცეცხლზე რეაგირებაში.

აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავს იუნკერების მიერ განვლილი მასალიდან მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განხორციელებას.