სიახლეები

სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერების პრაქტიკული სწავლება

დღეს დასრულდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერების ორკვირიანი პრაქტიკული სწავლება, რაც მოიცავდა საბრძოლო ბრძანების მიღებას, შემუშავებასა და გაცემას. მომავალ ოფიცრებს სწავლებები, ასევე ჩაუტარდათ დასახლებულ პუნქტში მოქმედებებსა და საბრძოლო სროლებში.

აღნიშნული სწავლების მიზანია სროლის სტანდარტების დაკმაყოფილება, დასახლებულ პუნქტში მოქმედებების პრაქტიკულად შესწავლა, საბრძოლო ბრძანების შემუშავებისა და გაცემის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გარდასახვა, მეცადინეობების დაგეგმვის, ჩატარების აქტიური მეთოდებისა და ხერხების შესწავლა.