სიახლეები

ტრენინგი ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებისთვის

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამას (DEEP) შორის გაფორმებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე „დისტანციური სწავლება”.

ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ტრენერებმა მონაწილეებს სამხედრო საგანმანათლებლო სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნეს. სწავლების დროს ასევე განხილულ იქნა ელექტრონული ტესტირების, შეფასებისა და შერეული სწავლების სხვადასხვა ფორმა.