სიახლეები

აკადემიის წარმომადგენლები საფრანგეთის საელჩოში გამართულ მიღებაზე

დღეს, საქართველოში საფრანგეთის საელჩომ ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებული საზეიმო მიღება გამართა.

მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს მთავრობის  წევრები, შეიარაღებული ძალების, პოლიტიკური, დიპლომატიური და საგანმანათლებლო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ასევე დაესწრნენ  ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და სასწავლო ბატალიონის ის იუნკერები, რომლებიც აკადემიაში ფრანგულ ენას სწავლობენ.