სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა მეორე კურსელ იუნკერებთან

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის იუნკერებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, აკადემიის  რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჯოჯუამ და საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელებმა იუნკერებს აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა, აქტუალობა, მიზნები და დასაქმების პერსპექტივები გააცნეს.

აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს იუნკერებისთვის არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას, რათა შემდგომ იუნკერებმა გაცნობიერებულად შეძლონ მომავალი პროფესიის არჩევა.

2017-2018 სასწავლო წლიდან აკადემიაში ამოქმედდა ახალი საგანმანათლებლო პროგრამა „თავდაცვა და უსაფრთხოება“, რომელიც იუნკერებს საშუალებას მისცემს გლობალურ და ეროვნულ დონეზე შეისწავლონ კომპლექსური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესები, თანამედროვე საინფორმაციო და კიბერსივრცეში მიმდინარე პროცესები.

საბაკალავრო პროგრამების დასრულების შემდეგ იუნკერები იღებენ ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას "ლეიტენანტი".