ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამასთან (DEEP) თანამშრომლობის ფარგლებში, აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის თავდაცვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი კლაუს ჰუტკერი.
სტუმარს აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი ნინო ჯოჯუა შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლების მიზნით მხარეებმა განიხილეს საბაკალავრო პროგრამები, რათა სამომავლოდ შემუშავდეს სამოქმედო გეგმა. ვიზიტის მიზანია ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება და საბაკალავრო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებზე მორგება.