სიახლეები

კონფერენცია თავდაცვის სფეროში არსებული ინოვაციების შესახებ

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „თავდაცვის სფეროში არსებული ინოვაციები“.

აღნიშნული კონფერენცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო სამსახურის, პროფესორების, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯისა და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტა“ ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა კონფერენციის მონაწილეებისთვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული ინოვაციების გაცნობას.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.