სიახლეები

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის წარმომადგენლები აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლები.

სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სტუმრებს ასევე მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ აკადემიის ისტორიას, სტრუქტურასა და არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.