სიახლეები

შეხვედრა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ესტუმრა. გიგა ბოკერია აკადემიის მსმენელებს შეხვდა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი მსმენელებს საქართველოს გეოპოლოტიკურ ვითარებაზე, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და დაგეგმილ ჩიკაგოს სამიტზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.