სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და ბატონმა ჯემალ ძაგანიამ მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის განხორციელდება ფიზიკური აღზრდის პროცესის დაგეგმვისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობისკენ მიმართული ღონისძიებები. ასევე იგეგმება აკადემიისა და უნივერსიტეტის ბაზაზე დაგეგმილი სწავლებების ჩატარება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური აღზრდის სფეროში ჩართული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.