სიახლეები

მგზავრის წერილები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები დღეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრნენ.  მათ რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის ორმოქმედებიანი სპექტაკლი „მგზავრის წერილები“ ნახეს. პატრიოტული  ჟანრის წარმოდგენაში თავმოყრილია ილია ჭავჭავაძის პოეზია,  პუბლიცისტიკა  და მისი უკვადავი მოთხრობა “მგზავრის წერილები“.


მომავალი სამხედროების თქმით, სცენაზე განვითარებულმა მოვლენებმა მათში დიდი ემოცია გამოიწვია და  მათ უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნათ იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე.


კადეტთა ლიცეუმის მსმენელებისთვის გასვლითი, კულტურულ- შემეცნებით ღონისძიებები თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება და განტვირთვასთან ერთად დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.