სიახლეები

პირველკურსელების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ აბიტურიენტთათვის მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, დღის 10:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.

 

ჩარიცხულმა აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საბუთების ნუსხის ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მათ არ ჩაუბარებიათ მიმღები კომისიისთვის შიდა რეგისტრაციის დროს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

  • +995 (32) 230 52 85; 577 39 01 94
  • eta.edu.ge
  • გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კმ.

გთხოვთ მობრძანდეთ!