სიახლეები

ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სასწავლო კურსი

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დასრულდა სასწავლო კურსი “საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება”.

ორკვირიან სასწავლო კურსში მონაწილეობას თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურების თანამშრომლები იღებდნენ.

აღნიშნული სწავლება ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავს თავდაცვის სამინისტროს უწყებაში ერთიანი ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვას. აკადემიის მხარდაჭერით მსგავსი სწავლებები თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის სამომავლოდაც ჩატარდება.