სიახლეები

პირველი კურსის იუნკერების სტაჟირების პროგრამა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის იუნკერები სამკვირიან სტაჟირებას აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის სასწავლო ბაზაზე გადიან.

სტაჟირების ფარგლებში, იუნკერებს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მეცადინეობები ჩაუტარდებათ სამწყობრო და საერთო საჯარისო მომზადებაში. 

აღნიშნული სტაჟირების მიზანია იუნკერები უკეთ გაეცნონ ბრიგადაში არსებულ ვითარებას, გაიუმჯობესონ ფიზიკური შესაძლებლობები, რათა შეძლონ ბრძოლის ველზე ინდივიდუალურად და ათეულის საბრძოლო წყობაში მოქმედება.