სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა პირველკურსელებთან

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხული პირებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

პირველკურსელებს აკადემიაში ჩაბარება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ მიულოცა.

იუნკერები დეტალურად გაეცნენ აკადემიაში არსებულ პროგრამებს, რეგულაციებსა და კონტრაქტის პირობებს. მათ ასევე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ოთხკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის შესახებ.

დღესვე, პირველკურსელებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან 10 წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რაც ითვალისწინებს 4 წლიან სწავლებასა და 6 წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს.