სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სამეთაურო-საშტაბო კურსსა და სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელებთან.

მსმენელებს კოლეჯში ჩაბარება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ მიულოცა და მათ წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში სულ 45 მსმენელი ჩაირიცხა, მათგან 32 - სამეთაურო-საშტაბო კურსზე, ხოლო 13 - სამაგისტრო პროგრამაზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს, კოლეჯის ისტორიაში პირველად, სასწავლო პროგრამებზე 3 ქალბატონი ჩაირიცხა.