სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი

ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და მშვიდობისა და განვითარების აკადემიის მიერ ორგანიზებულ რიგით მე-8 საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმში.

ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი, რომელში მონაწილეობას 186 ორგანიზაცია იღებდა, მიზნად ისახავს ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა.