სიახლეები

ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში  ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები გაცნობით ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა უმაღლეს სასწავლებლებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, აკადემიის წარმომადგენლებმა საზღვაო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.