სიახლეები

სწავლება ადლიის სამხედრო ბაზაზე

მიმდინარე წლის 11-13 სექტემბერს ადლიის სამხედრო ბაზაზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა, აკადემიის ენობრივი მომზადების სკოლის მასწავლებლებისთვის ,,ეფექტური სწავლების“ ტრენინგი ჩაატარეს. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.