სიახლეები

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის უფროსის ვიზიტი

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) უფროსი, მაიორი უეინ დალი.

სტუმარს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ფრიდონ ელბაქიძემ უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, მაიორი დალი აკადემიის სასწავლო ბატალიონის პირველი და მეორე კურსის იუნკერებს შეხვდა და მათ აშშ-ს წამყვან სამხედრო სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების პერსპექტივებზე ესაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმარმა იუნკერების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.