სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა იუნკერებთან

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სასწავლო ბატალიონის იუნკერებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა იუნკერებს, ახალი სასწავლო წლისთვის, პროგრამებში შეტანილი ცვლილებები გააცნეს და მათ შეკითხვებსაც ამომწურავი პასუხები გასცეს.