სიახლეები

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პირველი კურსის სასწავლო წელი დაიწყო

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პირველი კურსის იუნკერებმა სასწავლო წელი დაიწყეს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და აკადემიის შიდა ტურების წარმატებით გავლის შემდეგ, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონში პირველ კურსზე 72 იუნკერი ჩაირიცხა. ოთხკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ 2017-2018 სასწავლო წელი 58 იუნკერმა დაიწყო.

იუნკერებს სასწავლო წლის დაწყება აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ, რექტორის მოადგილეებმა და ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა მიულოცეს.

დღესვე, სწავლა დაიწყო აკადემიის ქართულ ენაში მომზადების პროგრამის მსმენელმა, რომელიც ერთწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში 2018-2019 სასწავლო წელს მისთვის სასურველ საბაკალავრო მიმართულებაზე ჩაირიცხება.

პირველი კურსის იუნკერებმა გაიარეს ოთხკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, რომელიც მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს ახალწვეული სამოქალაქო პირების სამხედრო მოსამსახურეებად გარდაქმნას. კურსის განმავლობაში იუნკერები დაეუფლნენ სამხედრო მოსამსახურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.