სიახლეები

სემინარი ენობრივი მომზადების სკოლის მასწავლებლებისთვის

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ენობრივი მომზადების სკოლაში დასრულდა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ორგანიზებული სემინარი “ეფექტური სწავლება”. აღნიშნული სემინარი მასწავლებლებს დაეხმარება სწორად დაგეგმონ მეცადინეობები და გამოიყენონ შესაბამისი სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდები. სემინარის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.