სიახლეები

საკალათბურთო ტურნირი შეიარაღებულ ძალებში

კალათბურთის ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემის წესით გაიმართა. საპრიზო კატეგორიების მიხედვით შეჯიბრში სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. ფინალში ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდმა გენერალური შტაბის გუნდი ანგარიშით 34:19 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვება მოიპოვა. მესამე ადგილი კი, სამხედრო პოლიციის გუნდს ხვდა წილად.

შეჯიბრში მონაწილეობა სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა, გენერალურმა შტაბმა, დავით აღამაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ, ეროვნულმა გვარდიამ და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა.

საკალათბურთო ტურნირი თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელ დარბაზ „ორბში“ ჩატარდა. შეჯიბრი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტული ღონისძიების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.