სიახლეები

ჩრდილო ჯორჯიის უნივერსიტეტის კადეტის სტაჟირების დასასრული

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ჩრდილო ჯორჯიის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში აკადემიაში 2 თვიანი სტაჟირება გაიარა ჩრდილო ჯორჯიის უნივერსიტეტის IV კურსის კადეტმა, ქლეი კარლტონმა.

სტაჟირების ფარგლებში ჩრდილო ჯორჯიის უნივერსიტეტის კადეტი ჩართული იყო აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებისთვის ინგლისური ენის ლექციების ჩატარებაში. ამას გარდა, კადეტი კარლტონი აქტიურად ეხმარებოდა ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში მისაღებად წარდგენილ იუნკერებს მისაღები გამოცდებისთვის მომზადებაში. მან აკადემიის იუნკერებისთვის ასევე ჩაატარა პრეზენტაციები ჩრდილო ჯორჯიის უნივერსიტეტის შესახებ და სხვადასხვა სამხედრო ისტორიულ თემაზე.

მსგავსი პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ჩრდილო ჯორჯიის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო მასშტაბით აკადემიის ცნობადობის ამაღლებას.