სიახლეები

აკადემიის კალათბურთის გუნდი შეიარაღებული ძალების ჩემპიონია

დღეს, შეიარაღებული ძალების საკალათბურთო ტურნირის ფინალში ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდმა გენერალური შტაბის გუნდი ანგარიშით 34:19 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და აკადემიის პირადმა შემადგენლობამ ჩემპიონებს გამარჯვება მიულოცეს.