სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტი რეგიონებში

2018-2019 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებული სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ დაიწყო საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო გასვლები.

დღეს, აკადემიის წარმომადგენლები სოფელ ზემო ნიქოზში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათ აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, მიღების პირობები და გაცვლითი პროგრამები გააცნეს. ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.