სიახლეები

სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის საველე სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განხორციელების მიზნით უტარდებათ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პრაქტიკული საველე სწავლებები.

2017-2018 წლების სასწავლო გეგმის ფარგლებში, I ბრიგადის გორის სასროლეთზე სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის იუნკერებს პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ საცეცხლე მომზადებაში.