საქართველოში ვიზიტით მყოფი დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის 19 კაციანი დელეგაცია დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. ბრიტანელი სტუმრები აკადემის რექტორს დავით ნარდაიას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმებსა და ISAF-ის მისიაში საქართველოს წვლილზე ისაუბრეს. ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის მსმენელებმა ეროვნული თავდაცვის აკადემია დაათვალიერეს და კომპლექსის შესაძლებლობებს გაეცნენ.
დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით "გასვლითი საველე სწავლებების" ფარგლებში იმყოფება. ვიზიტის მიზანია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების გაცნობა.