სიახლეები

აკადემიის კურსდამთავრებული ოფიცრების ლექცია იუნკერებისთვის

სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის იუნკერებისთვის უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების შემდგომ მათი დასაქმებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივების უკეთ გაცნობის მიზნით ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დაიწყო ლექციების სერია.

დღეს, პირველი კურსის იუნკერებს აკადემიის კურსდამთავრებული, უფროსი ლეიტენანტი ალექსანდრე პაპავაძე შეხვდა და მათ პირადი გამოცდილების საფუძველზე ახალგაზრდა ოფიცრების გამოწვევებსა და თავისებურებებზე ესაუბრა. უფროსმა ლეიტენანტმა იუნკერების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხების გასცა.