ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დასრულდა მორიგი სასწავლო კურსი “საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება”.
ამ ეტაპზე სულ გადამზადებულია თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურების 91 თანამშრომელი, რომელთაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
აღნიშნული სწავლება ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავს თავდაცვის სამინისტროს უწყებაში ერთიანი ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვას. აკადემიის მხარდაჭერით მსგავსი სწავლებები თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის სამომავლოდაც ჩატარდება.