სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

დღეს, სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმებამდე აკადემიის რექტორი კადეტებს შეხვდა. უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ახალგაზრდებს აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ესაუბრა და მათ შეკითხვებსაც ამომწურავი პასუხები გასცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კლუბში შეკრებილ საზოგადოებას ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ მემორანდუმის მიზნები და ამოცანები გააცნო. აღნიშნული მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება, რაც ითვალისწინებს ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებს, სამეცნიერო-კვლევით, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, ასევე კადეტთა და იუნკერთა გაცვლით პროგრამებს. რაც მთავარია მემორანდუმის საფუძველზე, მოხდება ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კადეტთა მიღების პროცედურების გამარტივება.