სიახლეები

აკადემიის დელეგაციის ვიზიტი კანადაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე  გაცნობითი ვიზიტით კანადის თავდაცვის უნივერსიტეტსა და სენ ჟენის სამეფო სამხედრო კოლეჯში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, აკადემიის რექტორი კანადის სამხედრო სასწავლებლების ხელმძღვანელებს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. პოლკოვნიკმა ჯაფარიძემ სენ ჟენის სამეფო სამხედრო კოლეჯში სასწავლებლად მივლინებული აკადემიის ოთხი იუნკერიც მოინახულა.