სიახლეები

აშშ-ს სამხრეთ კაროლინის კოლეჯის წარმომადგენლის ვიზიტი აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კაროლინის სამხედრო კოლეჯის ციტადელის წარმომადგენელი ბატონი ზეინ სიგლისი იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, ციტადელის კოლეჯის წარმომადგენელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობას, არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებებს გაეცნო. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმარმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.