სიახლეები

სწავლება შეიარაღებული ძალების სამხედრო მოძღვრებისათვის

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ფსიქოლოგიური მომსახურების განყოფილების ორგანიზებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოძღვრებისათვის ოთხდღიანი სწავლება გაიმართა.

აღნიშნული სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფის საქმეში სამხედრო მოძღვრებისა და ფსიქოლოგების როლის მნიშვნელობას ეძღვნებოდა.

სწავლებაში ჩართულ სამხედრო მოძღვრებს შესაბამის სერტიფიკატებიც გადაეცათ.