ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სამთავრობო უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას „დიდგორი 2017“ დაესწრნენ.
აღნიშნული სწავლება სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.
სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ურთიერთგაგებისა და კოორდინაციის გაღრმავება, ასევე კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა იყო.