სიახლეები

ლექცია სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებისთვის

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებისთვის სტრატეგიულ სამხედრო ლიდერობასთან დაკავშირებით ლექცია წაიკითხა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

გენერალური შტაბის უფროსი კოლეჯის მსმენელებს ოპერატიულ დონეზე ლიდერობასა და მენეჯმენტზე ესაუბრა. ლექციის მსვლელობისას გენერალ მაიორმა შეიარაღებულ ძალებში სტრატეგიული სამხედრო ლიდერის როლი და მისთვის დამახასიათებელი თვისებებიც განიხილა.