სიახლეები

აშშ-ს საჰაერო ძალების აკადემიის კადეტების ვიზიტი აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების აკადემიის სამი კადეტი.

ამერიკელ კადეტებსა და იუნკერებს შორის გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ერთმანეთს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების ისტორია, არსებული სკოლები და სასწავლო პროგრამები გააცნეს.

შეხვედრის ბოლოს იუნკერებმა კადეტებს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.