დღეს, ეროვნულ თავდაცვას აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით ვ. სარქისიანის სახელობის სომხეთის სამხედრო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სტუმრებს აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და რექტორის მოადგილე, ქალბატონი ნინო ჯოჯუა შეხვდნენ.
აკადემიის რექტორმა სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობა, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებები გააცნო. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.