თავდაცვის საკითხებში ლატვიის სახელმწიფო მდივანი იანის სარტსი გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის სახელმწიფო მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანდრო ბარნოვმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა დავით ნარდაიამ მიიღეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლატვიელ სტუმარს საქართველოს სამხედრო განათლების სისტემა და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განხორციელებული რეფორმები გააცნო.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი სამხედრო სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლით პროგრამებს ითვალისწინებს.