სიახლეები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა აკადემიის იუნკერებს პრეზენტაცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩაუტარეს.

სტუმრები იუნკერებს  გენდერულ სტერეოტიპებსა და აღნიშნული კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ესაუბრნენ. 

16 დღიანი კამპანია მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ქალთა სოლიდარობის დემონსტრირებას  მთელი მსოფლიოს მასშტაბით.