სიახლეები

სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის საველე სწავლება

პირველი ქვეითი ბრიგადის სასროლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის საველე სწავლება მიმდინარეობს. ერთკვირიანი საველე სწავლება მოიცავს სასწავლო გეგმით განსაზღვრულ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ტოპოგრაფიული რუკისა და კომპასის გამოყენებით საკუთარი ადგილსამყოფელის დადგენაში, ავტომატური შაშხანა M4-ის სროლის სავარჯიშოების შესრულებასა და ქვედანაყოფის მართვის პროცედურების შესწავლაში.

მსგავსი საველე გასვლები მიზნად ისახავს თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას.