სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა გენერალური შტაბის სტრუქტურულ ერთეულებში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ჩხეტიანმა გენერალური შტაბის სტრუქტურულ ერთეულებს სამეთაურო-საშტაბო კურსი და თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამა წარუდგინა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი და მაიორის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეებსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის შესაბამისი ეშელონის სამოქალაქო პირებზე გათვლილი 2 წლიანი სასწავლო პროგრამის მიზანია მსმენელებს მისცეს თანამედროვე სამხედრო პროფესიული და უმაღლესი აკადემიური განათლება. განავითაროს მათი კომპეტენცია ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე, ასევე გააცნოს სტრატეგიული დონე, რათა მოამზადოს ისინი სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევებისათვის.

სამეთაურო-საშტაბო კურსი შეიარაღებული ძალების ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წარმოადგენს შუალედური სამხედრო განათლების საფეხურს, რომელიც უზრუნველყოფს ტაქტიკურ-ოპერატიულ დონეზე ოფიცრების (მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი) მომზადებას, რომლებსაც შეეძლებათ უხელმძღვანელონ ბატალიონს (ბრიგადას) და იმსახურონ ზემდგომ შტაბებში.