სიახლეები

რეგიონული ტრენინგ-მოდულის „მშვიდობა და უსაფრთხოება“ ლექციების სერია

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დაიწყო ევროკავშირის „ერაზმუს+“ პროგრამის მიერ დაფინანსებული რეგიონული  ტრენინგ-მოდულის  „მშვიდობა და უსაფრთხოება“ ლექციების სერია.

ლექციების სერიის ფარგლებში, დღეს, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბატონი სერგი კაპანაძე სასწავლო ბატალიონის იუნკერებს მშვიდობის მშენებლობის თეორიასა და პრაქტიკაზე ესაუბრა.