სიახლეები

იუნკერები ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ყოველწლიური სასწავლო მოდულის "სტაბილურობის ოპერაციების საფუძვლების"  კურსი გაიარეს.

სასწავლო კურსის მიზანია, მონაწილეებისთვის ათეულისა და ოცეულის დონეზე ნატო-ს სტაბილურობის კრიზისებზე რეაგირების ოპერაციების, როგორც პოლიტიკური და დოქტრინალური, ისე პრაქტიკული მხარეების გაცნობა.